სჭირდება თუ არა ქვეყანას
მედიაომბუდსმენი ?
ამჯერადც მესამე და მეოთხე ხელისუფლებაში აზრი ორად გაიყო. არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტების ერთი ნაწილს პრემიერმინისტრის იდეა მოსწონთ, ოღონდ დაკონკრეტებას მოითხოვენ, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ მთავრობის შემოთავაზებული მედიაომბუდსმენიც კი არ სჭირდებათ.დღეს დილით საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოში მედიაპლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების მეტი გარანტიისათვის მედიაომბუდსმენის ინსტუტტის შექმნის ინიციტივა წამოაყენა . განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გააკეთა.