როდის განახლდება ე.წ ციანიდის
საქმისთვის ერთადერთი დაკავებულის დაკითხვა უცნობი
რჩება.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოებაზე პროკურატურიდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ. რამიშვილის თქმით, დაცვის მხარე ამ დრომდე ელოდება, თუ როდის უზრუნველყოფენ ბრალდებულის ოჯახის უსაფრთხოებას.
რაც შეეხება პატრიარქის მდივან რეფერენტ, შორენა თეთრუაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულსაც კითხვები აქვს თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიენიჭა შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი. თეთრუაშვილი პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხა. ადვოკატის თქმით, მისთვის გაუგებარია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, რატომ მოხდა თეთრუაშვილის დაკითხვა გასაიდუმლოებულად.