სიახლეები
დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელთან საფეხმავლო მიმოსვლა აღდგენილია.

მდინარე ტილიანაზე კი, ამ წუთებისათვის  სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. 

სტიქიამ ხაშურის მუნიციპალიტეტში ხიდი გუშინ დააზიანა. თოვლის დნობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ტილიანამ სურამი-ქემფერის საავტომობილო გზაზე არსებული გადასასვლელი კონსტრუქცია  გაანადგურა - შედეგად სამი სოფელი: ქემფერი, წაბლოვანა და ცედანი გარესამყაროს მოწყდა. ამ  სოფლებს ალტერნატიული გზა არ გააჩნია. მდინარეზე დროებითი სახიდე ნაგეგობობის მოსაწყობად, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მდინარის მეორე ნაპირზე მდებარე სოფლების მაცხოვრებლები ფეხით გადაადგილებას დღეიდან შეუფერხებლად შეძლებენ, შემდგომ კი, კაპიტალური ხიდის მშენებლობაზე მუშაობა დაიწყება.

 

Print