უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განმარტებით, ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიამ იმსჯელა, თუმცა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევნები 2018 წელს ამჟამად არსებული კანონმდებლობით ჩატარდება. უმრავლესობვის პოზიციას ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია კონსტიტუციის შექმნაზე საზოგადოება მუშაობდეს და არ იყოს ის მორგებული ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებზე. მისი თქმით, ხალხს უფრო მეტი ძალაუფლება უნდა ქონდეს.