სიახლეები
მერაბიშვილის საქმე სტრასბურგში

სტრაბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატა დღეს ვანო მერაბიშვილის სარჩელს განიხილავს.

ევროსასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. სტრასბურგის სასამართლომ 2016 წლის ივნისში ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერაბიშვილის სარჩელი და რამდენიმე  დარღვევა დაადგინა. თუმცა, ქართულმა მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საქმის განხილვა დღესვე დასრულდება, თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას უცნობია.

 

Print