
„ციანიდის საქმეზე“
დაკავებული ბრალდებული დეკანოზის წინააღმდეგ მოპოვებული
მტკიცებულებები და გამოძიების შუალედური შედეგები.
დღეს, მთავარ პროკურატურაში აუდიო და
ვიდეო მასალები გამოაქვეყნეს. საგანგებო ბრიფინგზე მედიის
წარმომადგენლებთან, განცხადება საგამოძიებო ნაწილის უფროსმა,
ჯარჯი წიკლაურმა წარმოადგინა. მტკიცებულებები, რომელიც
ეკრანზე იყო წარმოდგენილი სადემონსტრაციოდ - ძირითადად
ბრალდებული დეკანოზისა და ირაკლი მამალაძის საუბრების დეტალებს
შეიცავდა და მასში ციანიდის შეძენაზე იყო საუბარი.
მასალებში ფიგურირებდა ტელეფონის საძიებო პროგრამით ინტერნეტში
ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიების დამადასტურებელი ფაქტები.
პროკურატურის წარმომადგენლის მტკიცებით, ეს ინფორმაცია დეკანოზის
პირადი მობილურიდანაა ამოღებული.