სიახლეები
ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება
დღეს, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა 539/2001 რეგულაციის ცვლილება.
რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს, ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას ულოცავენ და სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვადები და პირობები.
Print