
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა
დაცვის ევროპული სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა
დაასრულა.
თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა
გადაწყვეტილებას უცნობია. ქართული მხარის სარჩელი 17 მოსამართლემ
განიხილა. ევროსასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი
მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. სტრასბურგის
სასამართლომ 2016 წლის ივნისში ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერაბიშვილის
სარჩელი და რამდენიმე დარღვევა დაადგინა. თუმცა, საქართველოს
იუსტიციის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.