სიახლეები
ვისი მოკვლა იგეგმებოდა ციანიდით?
პროკურატურა დეკანოზის ბრალის გამყარებას ცდილობს.

ჩანაწერი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში დევს,  უკვე საჯაროა. ირკვევა, რომ დეკანოზი მამალაძე და ჟურნალისტი მამალაძე მომწამვლელ ნივთიერებაზე ნამდვლად საუბრობენ, ეს ნივთიერება სასულიერო პირს სჭირდება, თუმცა რისთვის ცალსახად არ იკვეთება. საჭირო თანხა არ აქვს, მაგრამ მარტო არ მოქმედებს და ფინანსების  გადმოგზავნას ელოდება.

გავრცელებული ჩანაწერით ირკვევა, რომ ის არ მოქმედებს მარტო, რადგან მრავლობითში საუბრობს, და ამოძრავებს პირადი ინტერესიც-უნდა პატრიარქის მდივან რეფერენტის   შორენა თეთრუაშვილის ან  პატრიაქის მდივნის, მიქაელ-ბოტკოველის ადგილი.  გავრცელებული მასალა 18 წუთიანია. არც პროკურატურის ბრიფინგი იყო ხანმოკლე, მაგრამ კითხვები დარჩა.  ვისგან შეიძინა ციანიდი და თანხა ვისგან აიღო.  რატომ ვერ გაარკვია ეს პროკურატურამ თუ დეკანოზი ციანიდის შეძენას 6 თებერვლიდან ცდილობდა ანუ იმ დღდან, როდესაც მას უკვე უვალთვალებდნენ.

Print