სიახლეები
ე.წ. ციანიდის საქმე
მკველელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის დაკითხვა , შესაძლოა  დღეს  განახლდეს.

დაცვის მხარის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე მზად არის გამოძიებას სრული ჩვენება მისცეს,  დეკანოზის  ინტერესების დამცველი აცხადებს  რომ  პროკურატურამ  ფაქტები  დამახინჯებულად წარმოადგინა.   ადვოკატი  საგამოძიებო უწყებისგან  არსებული  აუდიო და ვიდეო  მასალების   სრული სახით   გასაჯაროებას ითხოვს .  განსხვავებული მოსაზრება აქვს  საქმის    ერთ-ერთ  მთავარ მოწმეს, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე დეკანოზის ადვოკატების განცხადებებს,  სპეკულაციად აფასებს და  ირწმუნება  რომ  ვიდეომასალა  ავთენტურია,​ მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ნაცვალსახელით "ჩვენ" საკუთარ თანამზრახველებს მოიხსენიებს. ირაკლი მამალაძის განცხადებით, ადამიანები,  რომლებზეც ის საუბრობდა  გერმანიაში პატრიარქთან ერთად  იმყოფებოდნენ.   ირაკლი მამალაძის  მსგავსად,   პროკურატურის განცხადებაში  ეჭვი არც  საპატრიარქოს  შეაქვს.

Print