მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის დაკითხვა , შესაძლოა დღეს განახლდეს.
დაცვის მხარის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე მზად არის გამოძიებას სრული ჩვენება მისცეს, დეკანოზის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ პროკურატურამ ფაქტები დამახინჯებულად წარმოადგინა. ადვოკატი საგამოძიებო უწყებისგან არსებული აუდიო და ვიდეო მასალების სრული სახით გასაჯაროებას ითხოვს. განსხვავებული მოსაზრება აქვს საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე დეკანოზის ადვოკატების განცხადებებს, სპეკულაციად აფასებს და ირწმუნება რომ ვიდეომასალა ავთენტურია, ირაკლი მამალაძის მსგავსად , პროკურატირის განცხადებაში ეჭვი, არც საპატრიარქოს შეაქვს.