სიახლეები
„გამჭვირვალობის“ კვლევა იმერეთში
სამი მილიონ 300 ათასი ლარი
პრემიისა და დანამატის სახით იმერეთის 12
მუნიციპალიტეტში გაიცა.
არასამთავრობო ორგანიზაცია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" კვლევის შედეგებს
აქვეყნებს. მონიტორინგზე მუშაობისას გაირკვა , რომ 2016
წელს, პრემიების გაცემა დასაბუთების და არგუმენტების გარეშე
მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ
დანამატების გაცემა ზეგანაკვეთური შრომის გამო ხდება.