სიახლეები
უბედური შემთხვევა ქუთაისში
მრავალსართულიანი კორპუსის
მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ საცხოვრებელი
სახლის სახურავიდან აგურები და ბათქაში
გადმოცვივდა,
რამაც 12 წლის ბავშვს სიცოცოხლე
იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქუთაისში ირაკლი აბაშიძის
ქუჩაზე მოხდა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე
გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, გოგონას, მშობლები კორპუსში
მდებარე ერთ-ერთ ბანკში იმყოფებოდნენ, ბავშვი კი მშობლებს გარეთ
ელოდებოდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.