სიახლეები
პროკურორები გიორგი მამალაძეს კითხავენ

დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკითხვა ამ წუთებშიც გრძელდება.

პროკურორები მატროსოვის ციხეში დილის 11საათიდან მუშაობენ. როგორც მათ შესვლამდე განაცხადეს, სასულიერო პირს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ გამოძიების მწვავე კითხვებს თავი აარიდოს. ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებიც დილიდან იმყოფებიან მატროსოვის ციხეში და ისინი პროკურატურას ერთგვარ ულტიმატუმსაც უყენებენ. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ იგი სერიოზულ ინფორმაციას გაასაჯაროებს, თუკი გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება არ შეწყდება.

 

Print