ვიცე
პრემიერი,
კახა
კალაძე
ე.წ.
მოსმენების
კანონპროექტთან დაკავშირებით
პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენებას გამოეხმაურა,
როგორც კალაძემ განაცხადა, ვეტოს შემთხვევაში, უმრავლესობა
მოისმენს პრეზიდენტის შენიშვნებს, თუმცა განმარტავს, რომ „ვეტო
დაძლევადია“. დაუბრუნებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი
ე.წ ფარული მოსმენების კანონს პარლამენტს
ჯერჯერობით უცნობია. გიორგი მარგველაშვილს
გადაწყვეტილების მისაღებად ათდღიანი ვადა 21 მარტს ეწურება.