
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ
გიორგი მამალაძის დაკითხვა გვიან ღამით დასრულდა.
პროკურორების შეკითხვებს
დაკავებული დაახლოებით,10 საათის განმავლობაში პასუხობდა.
ადვოკატების თქმით, დეკანოზმა ყველა კითხვას ამომწურავი
პასუხი გასცა. უფლებადამცველების ინფორმაციით, პროკურატურა
დაინტერესდა როგორც „ციანიდის“ საკითხით, ასევე თანხით, რომელიც
დეკანოზმა ბანკიდან კრედიტის სახით გამოიტანა. მიხეილ რამიშვილის
განცხადებით, სასულიერო პირმა გამოძიებას დეტალურად მიაწოდა
ინფორმაცია, თუ რაში დასჭირდა 30 000 ლარის ოდენობის
სესხი. ადვოკატების თქმით, საქმის ერთ-ერთი მთავარი
მოწმის, ირაკლი მამალაძის დამატებითი ჩვენებიდან გამომდინარე,
არსებობს სინოდის წევრების დაკითხვის საჭიროება.