სიახლეები
ელისო კილაძის შვილი დაკავებულია

გუშინ ღამით გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის, უფროსი შვილი, დავით ხარშილაძე დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარუდგინეს,  რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაზიდვასა და გასაღებას გულისხმობს. ელისო კილაძე ფიქრობს, რომ   მისი შვილი, რამდენიმე კვირის წინ “ქრონიკა პლიუსში” გამოქვეყნებული სტატიის გამო დააკავეს. დავით ხარშილაძეს გუშინ ორჯერ ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება თუმცა, ორივე შემთხვევაში ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო. კილაძის თქმით, მისი შვილი არ მოიხმარს ნარკოტიკს და  გაურკვეველი ნივთიერება მას ჩხრეკისას ჩაუდეს. ხარშილაძის ადვოკატი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს. დავით ხარშილაძესთან მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

 

Print