
ქუთაისში მომხდარი
ტრაგედიის შემდეგ ადგილობრივები დაზიანებული
შენობა-ნაგებობების სიმრავლეზე მიუთითებენ.
გუშინ 12 წლის მოზარდი ერთ -ერთი
საცხოვრებელი კორპუსიდან ჩამოვარდნილმა აგურმა იმსხვერპლა. როგორც
ირკვევა შენობაში რამდენიმე ათეული წელია, რაც სარეაბილიტაციო
სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.