სიახლეები
ბათუმის აქციაზე დაკავებულთა პროცესი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ  იმ პირების საქმის  განიხილვა დაიწყო,

რომლებიც 11 მარტს, "ბათუმი პლაზასთან" პროცესების გამწვავებამდე დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის  გაწევა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.   ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს,   რომ  აქციაზე ბათუმში თანასოფლელებთან ერთად ორგანიზებულად ჩავიდა. სასამართლომ,  26 დაკავებულის საქმის განხილვა დაასრულა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  8 პირს ჯარიმის  250 ლარის გადახდა  დაეკისრა.

რამდენი პირი გაათავისუფლეს და რამდენი რჩება პატიმრობაში.
Print