ბათუმის აქციაზე დაკავებული
პირები, აჭარის მთავარ სამმართველოში გამოძიებლებს ჩვენებას
აძლევენ.
საქმე სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ორ მიმართულებას ეხება. სამართალდამცველები, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილობისა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებს სწავლობენ.
პარალელურად, ადმინისტრაციული მუხლით დაკავებულთა სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, არ არის გამორიცხული ბრალი მათაც დაუმძიმდეთ.