სიახლეები
ცვლილებები მეტადონის პროგრამაში
მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

ქვეკონტრაქტორის გარეშე განახორციელებს. ხელშეკრულება სამედიცინო კლინიკა „ურანტთან“  უქმდება.  პროგრამაში ცვლილებებს ხარჯეფექტურობით ხსნიან. ცენტრის ხელმძღვანელი ბენეფიციარებისთვის  ზაფხულიდან უფასო პროგრამას აანონსებს და აცხადებს, რომ ცენტრი მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ინტეგრირებულ განყოფილებებს ხსნის.

მისივე განმარტებით,  ბენეფიციარებს მკურნალობის პროცესში საფრთხე არ შეექმნებათ. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის გადაწყვეტილება „ურანტის“ ხელმძღვანელმა ბენეფიციარებთან ერთად მტავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს. ზურაბ სიხარულიძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართა და პროცესების გაუარესებას არ გამორიცხავს.

Print