საკონსტიტუციო სასამართლოს
ყოფილმა თავმჯდომარემ,გიორგი პაპუაშვილმა, კონსტანტინე
ვარძელაშვილმა , დავით ჯანდიერმა და თამარ ალანიამ
ევროსასამართლოს მოსამართლეობის სურვილი გამოთქვეს. შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადა გუშინ უნდა ამოწურულიყო, თუმცა ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველთათვის განაცხადების შეტანის ვადა, კიდევ ერთი თვით, 13 აპრილამდე გახანგრძლივდა. ისუტიციის სამინისტროს განმარტებით, ევროსაბჭომ კანდიდატების სიის წარდგენა აგვისტოსთვის მოითხოვა, არჩევნები კი საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.