სიახლეები
''ბავშვთა სამყაროს'' მოვაჭრეთა საკითხი
მორიგი აქცია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 
“ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები  მუნიციპალური ორგანოსგან   ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მოვაჭრეების ნაწილმა  საკრებულოს თავმჯდომარესთან გუშინ შეხვედრა გამართა, სადაც კომპენსაციების გაცემისა და ზარალის ანაზღაურების საკითხები განიხილეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.  კონსენსუსი ვერ შედგა,   მოვაჭრეებმა  ზარალის სრულად ანაზღაურებაზე უარი მიიღეს. აქციის მონაწილეები მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად  ხელისუფლებას ორ დღეს აძლევენ წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.


Print