თუმცა კანონის დაბლოკვაზე აქტიურად საუბრობენ ოპოზიციაში. მათი პროტესტი ძირითადად დოკუმენტის იმ ნაწილს, უკავშირდება, რომლის მიხედვით, მოსმენების განმახორციელებელი ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური სუსის დაქვემდებარებაში იქნება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ვეტოს შემთხვევაში, უმრავლესობა მოისმენს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, თუმცა აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდებათ . გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად ათდღიანი ვადა 21 მარტს ეწურება.