საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
თურქ კოლეგას არაოფიციალურ ვახშამზე
უმასპინძლა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას . ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზეც. ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ელოდება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 22 მაისს, სტამბოლში გაიმართება"