
აჭარის უმაღლესი საბჭოს
პლენარული სხდომა ხმაურით და ურთიერთბრალდებებით დაიწყო.
ბათუმში, აქციაზე სიტუაციის
დაძაბვაში მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობა“
დაადანაშაულა. ვლადიმერ მგალობლიშვილს, არგუმენტად
„ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებები, სოლიდარობის ნიშნად, მათ
მიერ სხვადასხვა ქალაქებში გამართული აქციები და ირაკლი ჩხვირკიას
მონაწილეობა დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობა“, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ
სპეკულაციაში ადანაშაულებს და მიუთითებს, რომ მათი რეაქცია იყო
დაგვიანებული. გია აბულაძე მიიჩნევს, რომ კრიზისული სიტუაციიდან
გამოსავალი მმართველ გუნდთან ერთად სამომავლო გეგმის შემუშავება
იქნება. 11 მარტს, მომხდარი მოვლენები შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის“
წარმომადგენელმაც.