სიახლეები
პრემიერ მინისტრის განცხადების შეფასებები
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით
ურთიერთბრალდებები გრძელდება.
პრემიერ- მინისტრი, ბათუმის
მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას,
"ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ ბათუმის მოვლენებთან
დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოდიში უნდა მოიხადოს. ყოფილ
სახელისუფლებო პარტიაში, პრემიერის განცხადებას არაადექვატური
უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა მათი
წარუმატებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალოს.