
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
ცვლილებები შედის.
პროექტის მიხედვით, კერძო დაზღვევით
მოსარგებლეები საყოველთაო შეღავათების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
ჩამოყალიბდა ექვსი კატეგორია და ყველა მათგანისთვის განსხვავებული
პაკეტი განისაზღვრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას
კვლავ შეძლებენ მიზნობრივი ჯგუფები და დაბალი შემოსავლის მქონე
მოქალაქეები, დაზოგილი თანხებით კი, პროგრამის მიხედვით
მედიკამენტების დაფინანსებაცაა გათვალისწინებული.