
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე
უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, უბედური
შემთხვევა სარემონტო სამუშაოების პროცესში მიწის ჩავარდნამ
გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას
გულისხმობს.