სიახლეები
ვიზალიბერალიზაცია მილოცვები და გამოხმაურებები
თბილისში, ევროპის მოედანზე გუშინ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართა
ღონისძიება  2 საათს გაგრძელდა და მასში სოლო შემსრულებლებებთან ერთად ბენდები, ოპერის გუნდი და დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით ორკესტრიც მონაწილეობდა. კონცერტის დასასრულს ევროპის მოედანზე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების დეპუტატები მივიდნენ. საღამო  საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. თბილისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიებები 3 დღე მიმდინარეობდა.

 

Print