
განათლების სამინისტრო არ აპირებს
გამომცემლების მოთხოვნების ნაწილის გათვალისწინებას.
და წიგნების გრიფირების წესთან
დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის. განათლების
მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასგანმარტებით, აზრთა
სხვადასხვაობა ორ საკითხს მოჰყვა, ტენდერის გამოცხადებას და წიგნების
რეალიზაციას. განათლების სამინისტრო გამომცემლების პოზიციას და
მოთხოვნებს კონკურენციის შეზღუდვად აფასებს.
თუ რა კრიტერიუმების მიხედვით
უნდა გამოსცენ წიგნები გამომცემლებმა, ამის შესახებ ცნობილი 2 აპრილს
გახდება.