სიახლეები
თბილისს ევროსაბჭოს დელეგაცია ეწვია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები
არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან.  მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილება საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმა.

ბორის სილევიჩს და დელეგცაცისი სხვა წევრებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამ სამ ძირითად თემასთან ერთად შეხვედრაზე განიხილავენ სხვა აქტუალურ საკითხებსაც.

არასამთავრობოების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ევროსაბჭოსთან ყოველწლიურად იმართება. კონფერენცია ევროპის საბჭოს თბილისის ოფისში მიმდინარეობს. არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ კი დელეგაციის წევრები უკვე პრეზიდენტის ადამინისტრაციას ესტუმრებიან, სადაც საკონსტიტუციო ცლილებებთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირის  პოზიციას მოისმენენ.  შეხვედრაა დაგეგმილი პარლამენტის თავმჯდომარესთან და საკონსტიტუციო კომისის წევრებთან, სადაც მხარეები მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ.

Print