სიახლეები
„ცენტრ-პოინტის“ საქმე
ცენტრ-პოინტის მთავარ საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოადგინა. ხვალ დილისთვის ჩანიშნულ სხდომაზე კი მოსამართლე სავარაუდოდ საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს. ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. ორივე მათგანს 250 ათასიანი გირაო შეეფარდა, თუმცა იმის გამო, რომ  მაია რჩეულიშვილი სხვა ეპიზოდზე დააპატიმრეს, ამ მომენტისთვის გირაოს ქვეშ მხოლოდ რუსუდან კერვალიშვილი რჩება. დღევანდელი სასამართლო პროცესი დაზარალებული მენაშენეების აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
Print