სიახლეები
ვიზალიბერალიზაცია - შეფასებები

ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას აფასებენ თბილისშიც.

განცხადებები დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას ისტორიული დღე - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლა მიულოცა. მიღება გაიმართა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ - პარტიის წარმომადგენლებს მოსახლეობას ისტორიული მნივნელობის ფაქტის რეალობაში ამოქმედება მიულოცეს.

 

Print