სიახლეები
აფეთქება რუსთავში
რუსთავში კომპანია  „ჯეოსთილში“ მომხდარი აფეთქების შედეგად
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებათ.  25  და 63 წლის მამაკაცებს სახე და ზედა კიდურები აქვთ დამწვარი. როგორც ექიმებმა განაცხადეს, პაციენტებს მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული. აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს. აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.
Print