სიახლეები
დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ამისთვის მათ  48 საათი აქვთ.  როგორც ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს და არსებობს მხოლოდ ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული შერჩევითი სამართალი.

მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება, დეკანოზის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, აბსურდული იყო, ისევე, როგორც განმარტება, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ადვოკატების თქმით, თუ საჭირო გახდა შესაძლოა საქმეზე მათ სტრასბურგის სასამართლოს  მიმართონ. რაც შეეხება მომდევნო სხდომას. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ერთი თვით გადაიდო.

 

Print