სიახლეები
უშიშროების საბჭოს სხდომა გაეროში

გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა, გაიმართა,

სადაც  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. უშიშროების საბჭო დახურული ფორმატით მიმდინარეობდა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის გაეროში, კახა იმნაძის განმარტებით,  საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი თქმით, უშიშროების საბჭოზე მეგობარის ქვეყნების მიერ აღნიშნული საკითხის წამოწევა მოკავშირეებთან ქართული მხარის აქტიური მუშაობისა და კონსულტაციების შედეგია. როგორც იმნაძემ აგანაცხადა, სხდომაზე კიდევ ერთხელ მკაფიო გზავნილები გაჟღერდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

 

Print