საქალაქო სასამართლომ „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო განხილვა დაასრულა.
მოსამართლე გადაწყვეტილებას 31 მარტს გამოაცხადებს. შეგახსენებთ ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. ორივე მათგანს 250 ათასიანი გირაო შეეფარდა, თუმცა იმის გამო, რომ მაია რჩეულიშვილი სხვა ეპიზოდზე დააპატიმრეს, ამ მომენტისთვის გირაოს ქვეშ მხოლოდ რუსუდან კერვალიშვილი რჩება.