სიახლეები
შეხვედრები ეროსაბჭოს წევრებთან

ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით,

ევროპული სტრუქტურების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართა. პრემიერმინისტრმა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ევროგაერთიანების ლიდერებს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ მიიღო ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისათვის  მილოცვები.

შეგახსენებთ,საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საწყისი თარიღის აღსანიშნად, გუშინ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართველ სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი რეისით ევროპაში გაემგზავრა.

პირველი ვიზიტი ათენში შედგა - შემდეგ კი, მოლაპარაკებები უკვე ბრიუსელში გაგრძელდა.

 

Print