სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძეც ადასტურებს, რომ ინციდენტი ბავშვებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება და ის გუშინ მოხდა. შს სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.