სიახლეები
ბათუმში სასამართლო პროცესი გრძელდება
11-12 მარტის მოვლენებში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირების სასმართლო პროცესი გრძელდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მტკიცებულებების არქონის გამო შეწყვიტა. დაცვის  მხარეს დღეს მოწმეც ჰყავდა სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი. მისი განმარტებით, ის აქციის ღამეს, მამუკა ბერიძესთან ერთად ღამის კლუბში იმყოფებოდა, რის გამოც საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოუწია გამოსვლა, საპატრულო პოლიციამ კი ის როგორც აქციის მონაწილე უდანაშაულოდ დააკავა. ბათუმის მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 75 პირი დააკავა, 70-მდე საქმე სასამართლომ უკვე განიხილა.
Print