
ლატვიის პრეზიდენტს სოფელ
ხურვალეთში ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა,
რომელიც ხდება ამ სოფელში, ჩვენს
მიწა-წყალზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი
მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას
განუცხადა. ორი ქვეყნის პრეზიდენტები სოფლის მოსახლეობასაც
გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. პირველი პირები
ასევე გაესაუბრნენ მავთუხლართებს მიღმა დარჩენილ მოხუცს,
რომელმაც ხელის ტრაქტორი ითხოვა. თავის მხრივ, მარგველაშვილი მას ამ
თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.