სიახლეები
აფეთქება „ჯეოსთილის“ მეტალურგიულ ქარხანაში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება შრომის დაცვის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.


კომპანია „ჯეოსთილში“ უკვე შევიდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ჯანდაცვის მინისტრი მოადგილის განცხადებით, ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია. კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადსადნობი ღუმელი აფეთქდა. დაშავდა ორი მუშა, საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები, ისინი  ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

Print