
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას
ქვეითად მოსიარულე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის
ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია
მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით,
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ
წლამდე.