სიახლეები
მკვლელობა ტყიბულში
ტყიბულში, მინდელის სახელობის
შახტასთან მეშახტე მოკლეს
მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როდესაც ის შახტის ეზოში შედიოდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე მისულ ექიმებს
მეშახტე გარდაცვლილი დახვდათ. "მაესტრო" შინაგან საქმეთა სამინისტროს
დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის განმარტებით, მომხდარზე
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას
გულისხმობს.