სიახლეები
ინციდენტი ახალქალაქში

ახალქალაქში, პატრულის მიერ ერთ–ერთი მძღოლის დაჯარიმებას, მცირე ინციდენტი მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები შეიკრიბნენ, რის გამოც, ქალაქის ცენტრში, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხდა. პატრულის ეკიპაჟმა ერთ–ერთ ახალგაზრდას ჯარიმა ღვედის არქონის გამო დაუწერა, თუმცა, მძღოლი ირწმუნება, რომ ღვედი ეკეთა და ჯარიმას არ იმსახურებდა.დაჯარიმებული მძღოლი და პატრულის თანამშრომელი შეთანხმდნენ, რომ საპატრულო პოლიციის მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერი ნახონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ თუ მოქალაქე ფიქრობს, რომ ჯარიმას არ იმსახურებდა, შეუძლია გაასაჩივროს. ინციდენტის ამსახველ  კადრებს სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს

 

Print