სიახლეები
ორი ქვეყნის პრეზიდენტი ხურვალეთში

ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

დღეს  რაიომონდს ვეიონისი  გიორგი მარგველაშვილთან ერთად ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. პრეზიდენტები სოფლის მოსახლეობას გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. საქართველოს პრეზიდენტმა  ლატვიელ ხალხს და კონკრეტულად  ლატვიის პრეზიდენტს  ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილის  მოწვევით, პრეზიდენტის რანგში პირველად იმყოფება.

 

Print