შემცირდება თუ არა
საქართველოში თვითმმართველი ქალაქების
რაოდენობა.
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება იგეგმება.
მიმართვის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, შესაბამისად კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც. საკითხი საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზეც წამოიჭრა. კომისიის თავმჯდომარე პირად პოზიციას არ აფიქსირებს, თუმცა მომხრეა რომ თემაზე მსჯელობა გაგრძლედეს.