სიახლეები
ოპოზიციის მოთხოვნა
15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია მმართველი გუნდისგან  მიმდინარე წლის 15 აპრილამდე
კონსტიტუციური რეფორმის რამდენიმე საკითხზე საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოქვეყნება ითხოვს.
ისინი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას,  ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებას, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას ითხოვენ . არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნებს იზიარებს სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ,  მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს პოლიტიკური ძალების ერთიანობა.



Print