სიახლეები
დეპორტირებულების დაბრუნება ისრაელიდან

საქართველოში   დაბრუნდნენ  ისრაელიდან დეპორტირებული   მოქალაქეებიც.

მათ შორის იყო საბურთალოს სასაფლაოს ტაძრის მღვდელ- მსახური ალექსი, რომელიც ორ  მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა.  ისრაელში საქართველოს კონსულის ალექსანდრე ჯიშკარიანის  განცხადებით, ისრაელში მათი დაკავება არ მომხდარა, ისინი დროებითი განთავსების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება მიზეზებს როგორც კონსული განმარტავს, ძირითადი მიზეზი არალეგალური ემიგრაციის პრევენცია იყო.

 

Print